MCCU                                  ქართ | Eng

ნუცუბიძის ქ.8, თბილისი, 0177

ტელ : +995 32 2144447

 

საქმიანობა სტრუქტურა თანამშრომლები პროექტები პარტნიორები
         
ლაბორატორია გამოქვეყნებული მასალები ბიოეთიკის კომისია ფოტოგალერეა საკონტაქტო ინფორმაცია

                                                               

                                     

ჩვენს შესახებ

 

ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2000 წელს. კავშირის წევრები არიან ექიმები (პედიატრები, ინფექციონისტები, იმუნოლოგები, მეან-გინეკოლოგები), ექთნები, ეპიდემიოლოგები, ფსიქოლოგები და ბიოლოგები. ორგანიზაციის მოღვაწეობა ძირითადად მოიცავს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების (აივ/შიდსი და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ვირუსული ჰეპატიტები, დედიდან ბავშვზე გადამდები სხვადასხვა ინფექციები, სასუნთქი გზები ინფექციები და სხვა) და იმუნოლოგიური დარღვევების პროფილაქტიკას, კონსულტირებას, განათლებას და მკურნალობას. ძირითად სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ შვილოსნობის ასაკის ქალები, ორსული და მეძუძური ქალები, მათი პარტნიორები და ბავშვები. კავშირის მიერ ხორციელდება აივ ინფექციაზე და სხვა ინფექციებზე კონსულტირება როგრც ინდივიდუალურად ქალებისათვის, ასევე წყვილებისათვის.

ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი ფუნქციონირებს  კლინიკა "ნეოლაბის"  ბაზაზე, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ინფექციური და იმუნოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით (იმუნოფერმენტული ანალიზი, პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია, გენოტიპირება, იმუნობლოტინგი). კავშირი თანამშრომლობს სამედიცინო ცენტრთან სამიზნე ჯგუფების კლინიკური მენეჯმენტისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის სხვადასხვა პროექტების ფარგლებში. 

 

 

Copyright ©  2012 MCCU