|
ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირის და სამედიცინო ცენტრ ნეოკლინიკის ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სადაც მუშაობენ მაღალკვალიფიციური ლაბორანტები, რომელთაც გავლილი აქვთ სტაჟირება აშშ-ის და საფრანგეთის წამყვან სამედიცინო ცენტრებსა და ლაბორატორიებში. ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: კლინიკური დიაგნოსტიკისა და ბიოქიმიური ლაბორატორია, სადაც ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური გამოკვლევები და შარდის ანალიზი. სეროლოგიური ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს დიაგნოსტიკა სწრაფი / მარტივი ტესტებით, იმუნოფერმენტული (ELISA) და იმუნობლოტინგის მეთოდებით. მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ინფექციების დიაგნოსტიკა პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციით (PCR), C ჰეპატიტის ვირუსის და ადამიანის პაპილომავირუსის გენოტიპირება. მორფოლოგიური ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს დიაგნოსტიკა ციტოლოგიური (პაპ-ტესტი, ქრომოგენული in situ ჰიბრიდიზაცია), ფლუორესცენტული (იმუნოფლუორესცენცია, ფლუორესცენტული in situ ჰიბრიდიზაცია), ჰისტოლოგიური (რუტინული, იმუნოჰისტოქიმია) მეთოდებით.
|
Copyright © 2007-2010 MCCU