|
პაპილომავირუსული ინფექციის (HPV) ეპიდემიოლოგია საქართველოში (აფინანსებს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი) პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს:
მედიკო-ბიოლოგიურ სფეროში დასაქმებულ ქალთა პროფესიული განვითარების პროგრამა (ფინანსდება ელსევიერის ფონდის მიერ) პროექტის კოორდინატორი: მაია ბუწაშვილი (საქართველო)
აივ ინფექცია / შიდსზე წყვილებზე ორიენტირებული პრენატალური კონსულტირების შედეგები დაბალი და საშუალო გავრცელების მქონე ქვეყნებში (აფინანსებს საფრანგეთის შიდსის კვლევის ნაციონალური სააგენტო) ეს არის მულტი-ცენტრული კვლევა, რომელიც ტარდება სხვადასხვა ქვეყნების ოთხ ქალაქში, სადაც აივ ინფექციის გავრცელება 10%-ს არ აღემატება და სადაც არსებობს დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის პრევენციული სერვისი: თბილისი (საქართველო), იაუნდე (კამერუნი), პუნე (ინდოეთი), სანტო დომინგო (დომენიკის რესპუბლიკა). კვლევის მიზანია დაადგინოს აივ ინფექციაზე პრენატალური კონსულტირების და ტესტირების გავლენა რეპროდუქციულ და სქესობრივ ქცევაზე, აგრეთვე აივ ინფექციის სქესობრივი გზით გადაცემის პრევენცია.
სისხლის გზით გადამდები დაავადებების გავრცელებისა და ცოდნის დონის შეფასება ჯანდაცვის მუშაკებში საქართველოში (ფინანსდებოდა აშშ-ს სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის (CRDF) მიერ) მთავარი მკვლევარები (PIs): მაია ბუწაშვილი (საქართველო); ლუიზ ენ მაკნატი (აშშ - საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ვირუსული პათოგენების როლი სისტემური ინფექციების დროს ახალშობილებში საქართველოს რეანიმაციულ განყოფილებებში (ფინანსდებოდა საქართველოს სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის (GRDF) მიერ) მთავარი მკვლევარები (PIs): გიორგი კამკამიძე (საქართველო); ჯინ ჯორდანი (აშშ - პიცბურგის უნივერსიტეტი, პენსილვანია)
სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების გავრცელება გენერალიზებული ინფექციების მქონე ახალშობილებში (ფინანსდებოდა ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის, აშშ ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების მიერ) მთავარი მკვლევარები (PIs): მაია ბუწაშვილი (საქართველო); ლუიზ ენ მაკნატი (აშშ - საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
აივ ინფექციის მიმღებლობის იმუნოგენეტიკური ფაქტორები საქართველოს მოსახლეობაში (ფინანსდებოდა ნატოს და ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის, აშშ ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ) მთავარი მკვლევარები (PIs): გიორგი კამკამიძე (საქართველო); ჯეკ დეჰოვიცი (აშშ - ნიუ იორკის სამედიცინო ცენტრი); პატრის დებრე (საფრანგეთი - უჯრედული იმუნოლოგიის ლაბორატორია, პიტიე სალპეტრიერის კლინიკა, პარიზი)
CD4 და CD8 სპეციფიკური უჯრედული იმუნიტეტი აივ და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებში (ფინანსდებოდა INTAS-ის მიერ) მთავარი მკვლევარები (PIs): გიორგი კამკამიძე (საქართველო); ბრიჯიტ ოტრანი (საფრანგეთი - უჯრედული იმუნოლოგიის ლაბორატორია, პიტიე სალპეტრიერის კლინიკა, პარიზი)
მომავალი და მეძუძური დედების ინფორმირება აივ ინფექცია / შიდსზე (World Vision International-თან პარტნიორობის ფარგლებში) 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ივლისამდე ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი World Vision International-თან პარტნიორობით ახორციელებდა პროექტს "მომავალი და მეძუძური დედების ინფორმირება აივ ინფექცია / შიდსზე". პროექტის მიზანი იყო სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელ ქალებში აივ ინფექცია / შიდსის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა.
აივ ინფექციის დედიდან ბავშვზე გადაცემის პრევენცია საქართველოში (ფინანსდებოდა ელიზაბეთ გლეიზერის პედიატრიული შიდსის ფონდის მიერ) ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი 2002-2005 წლებში ახორციელებდა პროექტს "აივ ინფექციის დედიდან ბავშვზე გადაცემის პრევენცია". პროექტის მიზანი იყო ორსული ქალებისათვის აივ ინფექცია / შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების და ნევირაპინით დედიდან ბავშვზე აივ ინფექციის გადაცემის პრევენციის დანერგვა.
|
Copyright © 2007-2010 MCCU