ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი

GIA_LOGO

ტელ: (995 32) 14 44 47

ბახტრიონის ქ. 10ა, 0171 თბილისი

 

GEO  ENG

 

საქმიანობა სტრუქტურა თანამშრომლები პროექტები პარტნიორები
         
ლაბორატორია გამოქვეყნებული მასალები ბიოეთიკის კომისია ფოტოგალერეა საკონტაქტო ინფორმაცია

                                                               

                                     

გამოქვეყნებული მასალები

 

აივ ინფექციის დედიდან ბავშვზე გადაცემის პრევენცია საქართველოში

(ფინანსდებოდა ელიზაბეთ გლეიზერის პედიატრიული შიდსის ფონდის მიერ)

ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი 2002-2005 წლებში ახორციელებდა პროექტს "აივ ინფექციის დედიდან ბავშვზე გადაცემის პრევენცია". პროექტის მიზანი იყო ორსული ქალებისათვის აივ ინფექცია / შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების და ნევირაპინით დედიდან ბავშვზე აივ ინფექციის გადაცემის პრევენციის დანერგვა.

პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის 410-მა მუშაკმა (მეან-გინეკოლოგები და პედიატრები) გაიარა გრძელვადიანი (ორი კვირა) და მოკლევადიანი (ორი დღე) ტრეინინგები აივ ინფექცია / შიდსის შესახებ. სპეციალურად ტრეინინგებისათვის ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირის მიერ შეიქმნა და დაიბეჭდა სახელმძღვანელო "აივ ინფექცია / შიდსი" (ავტორები: მაია ბუწაშვილი, გიორგი კამკამიძე). აივ ინფექცია / შიდსის ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების სერვისი ჩამოყალიბდა და დაინერგა ქ. თბილისის ქალთა კონსულტაციებში (სახელმწიფო და კერძო კლინიკებში). 30 000-ზე მეტ ორსულს და ზოგიერთ შემტხვევებში მათ პარტნიორებს ჩაუტარდათ კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექცია / შიდსზე. აივ ინფექციაზე ტესტირების მიმღებლობა მაღალი იყო და შეადგენდა 95%-ს კონსულტირებულ პირებში. ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირში შეიქმნა საგანმანათლებლო მასალები (ბროშურები, პლაკატები), რომლებიც სამი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ურიგდებოდა ორსულ ქალბს. შეიქმნა ცხელი ხაზი სპეციალურად ადვილად დასამახსოვრებელი ტელეფონის ნომრით (32 03 03). ეს ნომერი განთავსებული იყო ბროშურებსა და პლაკატებზე და ცხელი ხაზის ფუნქცია იყო აივ ინფექცია / შიდსთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. პერიოდულად იბეჭდებოდა საგანმანათლებლო სტატიები პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებში. ქალთა და ბავშვთა დაცვის კაშირის კურიერული სერვისის მეშვეობით ყოველდღიურად შეგროვებული სისხლის სინჯების გამოკვლევა მიმდინარეობდა "რეა" რეაბილიტაციის ცენტრის ლაბორატორიაში იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით (ELISA). დადებითი და საეჭვო შედეგების დადასტურება ხდებოდა იმუნობლოტინგის მეთოდით.

 

 

  

Copyright ©  2007-2010 MCCU