|
მომავალი და მეძუძური დედების ინფორმირება აივ ინფექცია / შიდსზე (World Vision International-თან პარტნიორობის ფარგლებში) 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ივლისამდე ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი World Vision International-თან პარტნიორობით ახორციელებდა პროექტს "მომავალი და მეძუძური დედების ინფორმირება აივ ინფექცია / შიდსზე". პროექტის მიზანი იყო სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელ ქალებში აივ ინფექცია / შიდსის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა. პროექტის ფარგლებში ტრეინინგი აივ ინფექცია / შიდსის, ტესტირებამდე და ტესტირების შემდეგ კონსულტირების შესახებ გაიარეს სოციალურმა მუშაკებმა და სამშობიარო სახლებში მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებმა. აღნიშნული სოციალური მუშაკები მუშაობენ რეპროდუქციული ასაკის ქალებთან World Vision International-ის პროექტის "ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაცია" ფარგლებში. ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირმა შეიმუშავა, დაბეჭდა და დაარიგა ორი სახელმძღვანელო (სოციალური მუშაკებისათვის და ჯანდაცვის მუშაკებისათვის) და სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალები ქალებისათვის. ტრეინირებული სოციალური მუშაკები ატარებდნენ აივ ინფექცია / შიდსზე კონსულტირებას დედებისათვის, აგრეთვე კონსულტირების ეფექტურობის შეფასებას კონსულტირებამდე და კონსულტირების შემდეგ გამოკითხვის მეშვეობით.
|
Copyright © 2007-2010 MCCU