|
არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი" დაარსდა 2000 წელს. კავშირს ხელმძღვანელობს გამგეობა, რომლის თავმჯდომარეა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კამკამიძე. ორგანიზაციის მოღვაწეობა ძირითადად მოიცავს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების (აივ/შიდსი და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ვირუსული ჰეპატიტები, დედიდან ბავშვზე გადამდები სხვადასხვა ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები და სხვა) და იმუნოლოგიური დარღვევების პროფილაქტიკას, კონსულტირებას, განათლებას და მკურნალობას. ძირითად სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ შვილოსნობის ასაკის ქალები, ორსული და მეძუძური ქალები, მათი პარტნიორები და ბავშვები. კავშირის მიერ ხორციელდება აივ ინფექციაზე და სხვა ინფექციებზე კონსულტირება როგორც ინდივიდუალურად ქალებისათვის, ასევე წყვილებისათვის. ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი ფუნქციონირებს სამედიცინო ცენტრ "ნეოკლინიკის" კლინიკურ და ლაბორატორიულ ბაზაზე, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ინფექციური და იმუნოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით (იმუნოფერმენტული ანალიზი, პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია, გენოტიპირება, იმუნობლოტინგი). კავშირი თანამშრომლობს სამედიცინო ცენტრთან სამიზნე ჯგუფების კლინიკური მენეჯმენტისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.
|
Copyright © 2007-2010 MCCU